დავით სონღულაშვილი: „ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ კარგია“
30-08-2018, 15:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი დავით სონღულაშვილი „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს.

 

 

„ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები, საკმაოდ კარგია. ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ 4,6 % შეადგინა და საბოლოო ჯამში მეორე კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6 %-ის ნიშნულზე დაფიქსირდა. ეს შედეგებია გამოწვეულია როგორც ექსპორტის, ასევე ტურიზმის ზრდით და პლუს იმ ეკონომიკური პოლიტიკით რომელიც გაატარა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ“, აცხადებს პარლამენტის წევრი.

 


მისი განცხადებით, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდის ბოლო შეფასება. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან საფინანსო ინსტიტუტს თუ ეკონომიკური ზრდა 2018 წელში ნავარაუდევი ჰქონდა 4,8 % -ზე, წლევანდელი წლის დინამიკა 5,5-მდე აწია.

„ეს ცალსახად ადასტურებს რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ატარებს მთავრობა არის სწორი. ეკონომიკური პოლიტიკა არის ინკლუზიური და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე იგრძნობს ამ დინამიკას რაც ქვეყანაში შეინიშნება“, აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი დავით სონღულაშვილი.

 


შეგახსენებთ, რომ „საქსტატმა“ დღეს ეკონომიკური ზრდის ახალი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით, 2018 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა 5.3 პროცენტს, მეორე კვარტლის საშუალო ზრდა 6.0 პროცენტს, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი