გარდაბნის მუნიციპალიტეტში „ღვთაებობის“ დღესასწაული იზეიმეს. წირვის დასრულების შემდეგ, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები ჩატარდა. გაიმართა შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში. გამარჯვებულები სიგელებით, მედლებითა და სპორტული მაღაზიების ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
დღესასწაულზე გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა მოაწყო, ხოლო ანსამბლმა „ბეთანიამ“ მუსიკალური ნომრები შეასრულა.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ეგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.