მამუკა ბახტაძე: ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ისეთი საფუძველი ჩაუყარეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს, ჩვენ ძალიან გაგვიადვილდა მათი კიდევ უფრო განმტკიცება
30-08-2018, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე ვადაში ბაქოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის ურთიერთობებს.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი.

 

 

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ბაქოში - ქალაქში, რომელიც უფრო და უფრო ლამაზდება. მე აქ ძალიან ხშირი ვიზიტები მქონდა, როდესაც „საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი ვიყავი და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად აჩვენებს იმ დიდ ეკონომიკურ პროგრესს, რომელიც არის აზერბაიჯანში.

 

 

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენთვის ხალხთაშორის ურთიერთობებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი მეზობლობა და მეგობრობა საუკუნეების განმავლობაში კი მართლაც სამაგალითოა. ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ისეთი საფუძველი ჩაუყარეს ამ ურთიერთობებს, ჩვენ ძალიან გაგვიადვილდა მათი კიდევ უფრო განმტკიცება და გამყარება.

 

 

ის რეგიონული პროექტები, რომლებიც ერთად განვახორციელეთ, მართლაც რომ საერთაშორისო და ისტორიული მნიშვნელობისაა. ჩვენ ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს რეგიონული პროექტების ნაწილში ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ბევრი სხვა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მხრივ პოტენციალი კიდევ ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, ორმხრივი ძალისხმევის შედეგად, რეგიონული პროექტების პოტენციალს კიდევ უფრო უკეთ ავითვისებთ.

 

 

მოხარული ვარ, რომ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის იზრდება. წელს მოლოდინია, რომ ის მილიარდს მიუახლოვდება, მაგრამ ვფიქრობ, ესეც არ არის პოტენციალის სრულფასოვანი ათვისება. დარწმუნებული ვარ, ორმხრივი თანამშრომლობის შემთხვევაში შემდეგ ორ წელიწადში, დიდი დაბრკოლების გარეშე, შეგვიძლია, ეს ბრუნვა 50-60%-ით გავზარდოთ. ამასთან ერთად სასიხარულოა, რომ ბევრ სხვა სფეროში, როგორიცაა კულტურა, ხელოვნება და სპორტი, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი და სამაგალითოა. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ აზერბაიჯანელი ტურისტები და ინვესტორები საქართველოში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი მიზნის მიღწევას შევძლებთ", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი