დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ზაქარია ხეხელაშვილმა გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დიხჩოში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.
„სოფელი დიხჩო დუშეთის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებს მიეკუთვნება, სადაც საერთოდ არ ჰქონიათ ელექტროენერგია და სამანქანე გზა. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორებთან კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად, სოფელ დიხჩოში დასრულდა ელექტროენერგიის გაყვანა. ამჟამად ექვსი მაცხოვრებელი უკვე არის დაფიქსირებული აბონენტად.
გაიჭრა სოფელში მისასვლელი სამანქანე გზა, რაც მოსახლეობისთვის მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა. დაიდგა მაგთიკომის საკომუნიკაციო ანძა.
აქ მცხოვრები მოსახლება მადლიერია პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივით და იმედოვნებენ, რომ ეს ინიციატივა აუცილებლად იქნება რეალიზებული.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ფშავ- ხევსურეთსა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია, მაღალმთიან სოფლებში - პარამედიკოსების პროგრამა განხორციელდება, ხოლო 100-ზე მეტი უშუქო სოფელი ელექტროენერგიას მიიღებს", აღნიშნულია დუშეთის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.