ხარაგაულს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი სტუმრობს
30-08-2018, 16:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის ელჩმა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, კობა ლურსმანაშვილთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ისტორიულ მუზეუმში ფოტო-გამოფენა - „საქართველო და ქართველები ამერიკულ პრესაში“ დაათვალიერა.

 

 

„გამოფენაზე ამერიკაში რამაზ ბლუაშვილის მიერ მოპოვებული მასალებია წარმოდგენილი.

 

 

ამავე დღეს, ელიზაბეთ რუდი ხარაგაულის კინოთეატრში რამაზ ბლუაშვილის ფილმის -„სიმღერა“ ჩვენებას დაესწრო. ფილმი 1977 წელს ქართული პოლიფონიური სიმღერის -„ჩაკრულო“ კოსმოსში გაგზავნას ეძღვნება.

 

 

 


ამერიკის ელჩი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ხარაგაულმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ელიზაბეთ რუდის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირადად გაეცნო ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებას.

 


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მადლობა გადაუხადა ელიზაბეთ რუდს ხარაგაულში სტუმრობისთვის და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

 


დღის ბოლოს ამერიკის ელჩი სოფელ ნუნისში გაემგზავრება, სადაც ხვალ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხარაგაულელი ახალგაზრდების მიერ მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების შესახებ მომზადებულ პრეზენტაციას გაეცნობა.

 


ამერიკის ელჩის ხარაგაულში ვიზიტის ინიციატორი გახლავთ ხარაგაულელი რამაზ ბლუაშვილი. ვიზიტის მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია", აღნიშნულია ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი