თრუსოს ხეობასთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი ახალგაზრდა გათავისუფლებულია.
ახალგაზრდებს ერგნეთთან ახლობლები დახვდნენ. ერთ-ერთი დაკავებული ტურისტის დედამ მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას ვინც დაეხმარათ მათ.
„მადლობა ყველა უწყებას, რომელიც დაგვეხმარა და გვერდში დაგვიდგა, რომ ჩვენი შვილები ჯანმრთელები და ყველანაირად კარგ მდგომარეობაში დაგვიბრუნებდნენ. ძალიან დიდი მადლობა წითელ ჯვარს, ძალიან დიდი მადლობა ყველა უწყებას რომელიც გვაწვდიდა ინფორმაციას და გვერდში გვედგა ენით ვერ გადმოვცემ ისეთი ბედნიერი ვარ ნურც ერთი დედა, ნუ მოასწროს მსგავს სიტუაციას ღმერთმა“, განაცხადა ერთ-ერთი დაკავებული ტურისტის დედამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.