ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანში, ტყის ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა მიაწოდა.
„მინდა დაგამშვიდოთ, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ ბევრად ეფექტურად და სწრაფად მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შსს-სთან კონსულტაციის შემდეგ, რომ მათი ვერტმფრენი ჩაერთვება პროცესში. ვერტმფრენი უკვე გზაშია.
არის 2 კერა - ერთგან დალაგებულია ლოკალური ქსელი, რომელიც მეხანძრეებმა ერთ-ერთი მდინარიდან მიიყვანეს. მეორე ადგილი უფრო მიუვალია და იმისთვის, რომ მეხანძრეებსაც გავუფრთხილდეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაერთოს ვერტმფრენი და მოხდეს ლიკვიდაცია", განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.