წყალტუბოში გასვლითი შეხვედრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ გამართა. გუბერნატორმა შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ უნდა ვემსახუროთ ხალხს. მოსახლეობა იმედის თვალით გვიყურებს და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, მათი ნდობა რომ გავამართლოთ. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თითოეულ მერსა თუ საკრებულოს წევრზე მოქალაქეებმა არჩევანი მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინი აქვთ. მე გთავაზობთ საქმის კეთებას ერთად, გუნდურად, ხარისხიანად და მაღალი პასუხისმგებლობით. მზად ვარ ვიმუშაო 24 საათიან რეჟიმში და ხელი შევუწყო ამ რეგიონის განვითარებას“, აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა 2018 წლის 8 თვის მანძილზე განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.