ვიდეო: ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში განიხილეს
30-08-2018, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში განიხილეს. ანგარიშში განსაკუთრებით არის ხაზგასმული საქართველოს ძლიერი სწრაფვა ევროკავშირისკენ, საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციისადმი და მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი.

 

 

ბევრი პოზიტიური შეფასებაა, მათ შორის: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან წარმატებული ბრძოლა, პლურალისტული და თავისუფალი მედიაგარემო, ეკონომიკური ინტეგრაცია და საკანონმდებლო დაახლოების ინტენსიური პროცესი.

 

 

 

 

ეს ანგარიში ძალიან მოკლეა ყველა იმ პროგრესის გადმოსაცემად, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმების დადებიდან დღემდე.

 


ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლა უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები სარგებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ანგარიშში ვკითხულობთ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარონ და ამით ხელი შეუწყონ უვიზო მიმოსვლით შეუფერხებელ სარგებლობას.

 


ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარმოადგინა.

 

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი