პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინშია, ბრიფინგი გამართა. ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს ახალი კანონის მიღება, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, მიულოცა. ასევე განაცხადა, რომ ამაყია მხოლოდ საქართველოს მოქალაქე რომ არის, თუმცა საქართველოს მოსახლეობისთვის ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია. დამოუკიდებელმა კანდიდატმა მადლობა გადაუხადა საპარლამენტო უმრავლესობას ამ კანონის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მიღებულ კანონს არც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ მხარი არ დაუჭირა.
„საქართველომ ძალიან ბევრი სხვა ფორმით დახმარება გაუწია უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ამ 100 წლის მანძილზე და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს კიდევ მიდიან საფრანგეთში და იქ პოულობენ თავიაანთ ადგილ-სამყოფელს და ხან მოქალაქეობით რჩებიან იქ, ხან არა ლეგალურად, მაგრამ საფრანგეთი ყოველთვის არის მაინც კეთილგანწყობილი ქართველების მიმართ. ეს გადაწყვეტილება, რომელიც მარტივი არ არის, ამავე დროს ვთვლი, რომ არის აუცილებელი არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე ამავდროულად ასე, რომ ეს არის სრულიად ნორმალური, ლოგიკური. ნებისმიერ ქვეყანაში ასე იქნებოდა ასე, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მთელი პასუხისმგებლობით და ვთვლი, რომ ეს არის აუცილებელი.
ცხოვრება უცნაურია, იმავე დროს, როცა მე ვთმობ საფრანგეთის მოქალაქეობას და ორმაგ მოქალაქეობას, ვიქნები ამ დღიდან მხოლოდ ქართველი საქართველოს მოქალაქე, ამავე დროს ის 4 წლიანი ბრძოლა, რომელიც დავიწყე უცხოეთიდან, რომ ქართველებს ჰქონდეთ უფლება, რომ ორმაგი მოქალაქეობა შეინარჩუნონ და არ დაკარგონ საქართველოს მოქალაქეობა, როცა იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, ეს ბრძოლა სწორედ ამ თვეს აგვისტოში დასრულდა გამარჯვებით არა მხოლოდ კონსტიტუცია შეიცვალა, არამედ ის კანონიც, რომელიც უკვე არის კონსტიტუციაში შესული ორმაგი მოქალაქეობის შესახებ უკვე ყველას შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით. ვინც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა იმას შეუძლია აღიდგინოს.
ამ კანონის მიღებაში მხარი დამიჭირა უმრავლესობამ და მადლობა მათ. სამწუხაროდ არც ერთ ოპოზიციურმა პარტიამ არ გამოთქვა განწყობა ამ ახალი კანონის მიმართ კი ბევრს ლაპარაკობენ პატრიოტიზმზე, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგება იქ აღარ არიან, იმიტომ რომ ვიწრო პოლიტიკური გათვლები ყოველთვის ჭარბობს ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.