ლათინური ამერიკის ქვეყნებში საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის ტურნე დაიწყო. თამარ ბერუჩაშვილი პირველად არგენტინას ეწვია, სადაც ქვეყნის ვიცე–პრეზიდენტთან და სენატის თავმჯდომარესთან ამადო ბუდუსთან გამართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის როლზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.
ვიზიტის ფარგლებში, არგენტინის საგარეო ურთიერთობათა ეროვნულ ინსტიტუტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლაც შედგა.
მინისტრი ასევე, ბუენოს-აირესში აკრედიტებული ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩებს (ბრაზილიის, ურუგვაის, პერუს, კოლუმბიის, ბოლივიის, მექსიკის, გვატემალის, ელ სალვადორის, პანამის, კოსტა-რიკის ელჩებთან) შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი ურუგვაისა და ჩილესაც ეწვევა.
მინისტრი სამივე ქვეყანასთან ორდინალური პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს.
გარდა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებისა, არგენტინა და საქართველო კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ეკონომიკის საბაჟო და საგადასახადო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერენ ხელს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.