იოსებ კობზონის გარდაცვალების მიზეზი კიბოს პროგრესირება გახდა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის ჯანდაცვის ბლოხინის სახელობის ეროვნული სამედიცინო-ონკოლოგიური კვლევითი ცენტრის ყოფილმა დირექტორმა მიხეილ დავიდოვმა. კობზონი აღნიშნულ ცენტრში გადიოდა მკურნალობის პროცესს.
„მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, რამაც პროგრესირება დაიწყო. ეს მეოთხე სტადია იყო. ტრაგედია, ჩვენთვის და ყველასათვის, კოლოსალურია“, განაცხადა დავიდოვმა.
მისი თქმით, კობზონმა გერმანიაში ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც სამკურნალოდ რუსეთში დაბრუნდა. მრავალი წლის განმავლობაში სახალხო არტისტი ქიმიოთერაპიაზე იმყოფებოდა, თუმცა დავიდოვის განცხადებით, ამის მიუხედავად იგი შემოქმედებით საქმიანობას მაინც განაგრძობდა და გასტროლებზეც დადიოდა.
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, იოსებ კობზონი 30 აგვისტოს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. 11 სექტემბერს მას 81 წელი უსრულდებოდა. იგი 1937 წელს უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვში დაიბადა, სიმღერა კი ადრეული ასაკიდან დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.