ინგლისში მაღალი კოფეინისა და მაღალი შაქრიანობის შემცველი სასმელების, ისეთების, როგორიცაა მაგალითად, Red Bull-ი და Monster-ი, ბავშვებისთვის მიყიდვა აიკრძალება. აღნიშნული სასმელები მოზარდებისთვის ჯანმრთელობის პრობლემების შემქმნელად დასახელდა. ისინი თავის და მუცლის ტკივილებთან, ჰიპერაქტიურობასთან, ძილის პრობლემებსა და ჭარბწონიანობასთან იქნა დაკავშირებული, იტყობინება ბრიტანული „გარდიანი“.
ხშირად ამ სასმელებში, სხვა მსგავსი სასმელებისაგან განსხვავებით, შაქრის უფრო მაღალი შემცველობა ფიქსირდება. 10-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების 2/3 და 6-დან 9 წლამდე ბავშვების ერთი/მეოთხედი აღნიშნულ სასმელებს მოიხმარს, აცხადებს მთავრობა.
აკრძალვას მხარს უჭერენ მასწავლებლები, ექიმები, დეპუტატები და ჯეიმ ოლივერი, წერს „გარდიანი“. დღეს კი კონსულტაციები დაიწყება მთავრობასთან, რათა გადაწყვიტონ, გაყიდვებზე შეზღუდვები შეეხებათ თუ არა 16-18 წლის ასაკის მოზარდებს. ამასობაში კი სამხრეთ კორეაში ეს-ესაა რაც სკოლებში ყავის გაყიდვა აიკრძალა იმ მიზეზით, რომ იგი ჯანმრთელობის დამაზიანებლად იქნა მიჩნეული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.