საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის საელჩოში საზეიმო მიღებას დაესწრო
30-08-2018, 21:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის გამარჯვების დღესასწაულსა და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ოფიციალური მიღება გაიმართა.

 

 

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ფატმა, იაზგანის სახელით გამართულ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

 

ლევან იზორიამ თურქეთის ელჩსა და თურქ ხალხს დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა.

 

 

სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშნველობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი და თურქი სამხედროები მხარდამხარ ასრულებენ „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ავღანეთში და წვლილი შეაქვთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. გამარჯვების დღესასწაული და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღე თურქეთში ყოველი წლის 30 აგვისტოს აღინიშნება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი