საქართველოს პრემიერ მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
30-08-2018, 22:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანელ კოლეგას ნოვრუზ მამადოვს შეხვდა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა ასპექტსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა ორმხრივი ძალისხმევის მნიშვნელობა ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებისთვის.

 

 

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

 


საუბარი შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ, ასევე სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა მსხვილ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და ამავდროულად, რეგიონის ქვეყნებს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი