პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ შეერთებული შტატები გამოვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან, თუკი ის არ შეცვლის ამერიკასთან მოპყრობის არსებულ მეთოდებს.
„თუკი ის არ გარდაიქმნება, მე გამოვალ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან“, განუცხადა ტრამპმა „ბლუმბერგის“ ახალ ამბებს.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია იმისათვის არის დაფუძნებული, რომ უზრუნველყოს წესები გლობალურ ვაჭრობაში და გადაწყვიტოს დავები ქვეყნებს შორის. მაგრამ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ორგანიზაცია უსამართლოდ ეპყრობა.
მან ხუთშაბათს განაცხადა, რომ 1994 წლის შეთანხმება, დაარსებულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, „ყველაზე საშინელი სავაჭრო შეთანხმება იყო, რაც კი ოდესმე დადებულა“, თუმცა მან აღიარა, რომ შეერთებულმა შტატებმა გასულ წლებში რამდენიმე განჩინება მოიგო.
მისი გაფრთხილება აშშ-ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან შესაძლო გამოსვლის თაობაზე ხაზს უსვამს პრეზიდენტის სავაჭრო პოლიტიკასა და აღნიშნული ორგანიზაციის ღია სავაჭრო სისტემის ხედვას შორის კონფლიქტს, წერს BBC.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.