ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინს დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოდან 2 კაციანი დელეგაცია მიდის, რომლის შემადგენლობაში ერთ-ერთი „ევროპული საქართველოს“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა. მისი თქმით, ქვეყნის პირველმა პირებმა ვერ ან არ ჩათვალეს ამ ღონისძიებაზე წასვლა საჭიროდ და ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ იქ ვიქნებით ქართველი ხალხის სახელით და ვაჩვენებთ როგორი მადლობელი ვართ ჯონ მაკკეინის.
„სრულიად აუცილებელია, რომ საქართველოდან იყოს დელეგაცია, რომელიც გამოხატავს საკუთარ ადამიანურ სამძიმარს ჩვენი დიდი მეგობრის გარდაცვალების გამო. საქართველო დგას იქ, სადაც დგას მთელი მსოფლიოს და აშშ-ის პოლიტიკური ელიტა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ასეთი მცირე დელეგაცია მიდის საქართველოდან. სამწუხაროა, რომ ვერც პრემიერმა, ვერც პრეზიდენტმა და ვერც უმაღლესი თანამდებობის პირებმა, როგრც ჩანს, ვერ ან არ ჩათვალეს საჭიროდ ამ ღონისძიებაზე წასვლა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იქ უნდა იყოს საქართველოს დელეგაცია. ჩვენ ვიქნებით და ქართველი ხალხის სახელით დავაფიქსირებთ, თუ როგორი მადლობელი ვართ სენატორი მაკკეინის, რაც მან გააკეთა საქართველოსთვის“, განაცხადა ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.