„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ნათელაშვილი „ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ სენატორის დაკრძალვაზე საქართველოდან უმაღლესი რანგის დელეგაცია არ მიდის.
„რეჟიმმა, როგორც სხვა ყველაფერში, აქაც თავი მოიჭრა და ამ დიდი მეგობრის დაკრძალვაზე გაემგზავრა არა სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობა, არამედ მესამე-მეოთხე კლასის წარმომადგენლები.
მე ჩემი ჩასვლით და სამძიმრის გამოხატვით მინდა, გამოვასწორო ის სამარცხვინო ვითარება, რაც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა", განუცხადა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს აეროპორტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.