თამარ ჩუგოშვილი: ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოს ჰყავს იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა სხვა ქვეყანას
31-08-2018, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოდან მიდის იმდენივე წარმომადგენელი, როგორც ყველა სხვა ქვეყნიდან და ეს ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სრულიად მისაღებია. ჩუგოშვილმა არ იცის მიზეზები თუ რატომ ვერ მოახერხეს ცერემონიაზე წასვლა ქვეყნის პირველმა პირებმა.

 

 

„ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოდან ორი წარმომადგენელია მიწვეული, როგორც ყველა სხვა ქვეყნიდან. ასე რომ, საქართველოს ჰყავს იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა სხვა ქვეყანას.

 

 

რაც შეეხება დელეგაციის სტატუსს, მე ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი, სხვადსხვა მაღალი თანამდებობის პირებს რამ შეუშალათ ხელი, მაგრამ არის დელეგაცია წარმოდგენილი. პარლამენტიდან ვართ როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა. ეს არის ის ფორმატი, რაც მისაღებია თავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

 

 

სენატორი მაკკეინი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ძალიან კარგი მეგობარი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანისთვის მისი გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოდან თამარ ჩუგოშვილთან ერთად  „ევროპული საქართველოს“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეც მიემგზავრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი