„ეს, მეგობრებო, არც სამართლიანი არჩევნებია, არც სწორი პროცესი“ - გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბი ტელეკომპანია „იმედს“ ე.წ. ფეიკ-ნიუსის გავრცელებაში ადანაშაულებს
31-08-2018, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბი ტელეკომპანია „იმედს" ვაშაძის მიმართ ე.წ. ფეიკ-ნიუსის გავრცელებაში ადანაშაულებს.

 

 

როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ვაშაძის განცხადება, რომელსაც „იმედი" არასწორ კონტექსტში აშუქებს, გაკეთებულია 2008 წლის აგვისტოს ომამადე.

 

 

„უკვე ორი დღეა, ხდება ტელეკომპანია „იმედის" საშუალებით, ე.წ. ფეიკ-ნიუსის გავრცელება ჩვენს კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან მიმართებაში.

 

 

გვესმის, რომ ჩვენი კონკურენტები შეშფოთებულები არიან უკანასკნელი კვლევებით, რომელიც მათმა შტაბმა ჩაატარა, სადაც ლიდერობს აბსოლუტურად ყველა კვლევაში გრიგოლ ვაშაძე იმიტომ, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც მართლაც დიდ როლს შეასრულებს როგორც საქართველოს პრეზიდენტი მომვალში.

 

 

განცხადება, რომელიც არის გაკეთებული გრიგოლ ვაშაძის მიერ, რომელსაც ატრიალებს აბსოლუტურად არასწორ კონტექსტში ტელეკომპანია „იმედი", გაკეთებული არის 2008 წლის ომამადე. ეს განცხადება პირიქით მიუთითებს, რომ მაშინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თავიდნ აერიდებინა პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტი და ის აგრესია, რაც ჩვენ მივიღეთ 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

 

 

სამწუხაროდ, ტელეკომპანია „იმედი" აშუქებს ისე, უკვე ორჯერ მიუძღვნა 5-5-წუთიანი სიუჟეტი, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ თითქოს, ეს განცხადება ომის მიმდინარეობის პერიოდში არის გაკეთებული და სპეციალურად ამახინჯებს ფაქტებს.

 

 

მე მივმართავ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და ვთხოვ, რომ შეისწავლოთ ეს სიუჟეტები თავიდან ბოლომდე იმიტომ, რომ ეს არღევს ყველა ნორმას. სწორედ ასეთ ფეიკ-ნიუსებს ებრძვის მთელი ცივილიზებული სამყარო. არ შეიძლება, რომ მედიასაშუალებები ამახინჯებდნენ თავიდან ბოლომდე ფაქტებს, არ ამბობდნენ კონკრეტულად როდის არის ეს განცხადება გაკეთებული და სრულიად სხვა კონტექსტით მიდიოდნენ დამოუკიდებელ პირებთან, სხვადასხვა ადამიანებთან კომენტარებისთვის.

 

 

მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს განცხადება გაკეთებული არის საომარ მოქმედებამდე და ამ ტიპის განცხადებებს მაშინდელი ხელისუფლება და საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებით, მომხდარიყო რუსული აგრესიის თავიდან არიდება, რაც სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, მიუხედავად ამ მცდელობებისა.

 

 

და კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს განცხადება, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ 2008 წლის აგრესია, რუსეთის თავდასხმა თავიდან აერიდებინა და მეორე, მოვითხოვთ, შეფასებულ იქნას ტელეკომპანია „იმედის" მიერ ორი დღის მანძილზე წარმოებული ფეიკ-ნიუსების ზღვა.

 


ასევე დავამატებ, რომ ISFED-ის დასკვნაში კარგად ვნახეთ, რომ სოციალური ქსელის საშუალებით ფეიკ-ნიუსები ინტენსიურად ვრცელდება და ეს ყველაფერი ფინანსდება ხელისუფლების მხრიდან. დღეს კი, ვხედავთ, რომ ტელეკომპანიები ჩაერთვნენ ამ პროცესში. ეს, მეგობრებო, არც სამართლიანი არჩევნებია, არც სწორი პროცესია. მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, დაიცვან ეთიკის კოდექსი", განაცხადა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი