31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „არმიჰოლში“ შეკრებილ საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელს, ავღანეთის მისიაში ორჯერ მყოფ კაპიტან ზოია კურტანიძეს ქართველი მხატვრის, ნიკო ცეცხლაძის ნახატი - „სიმამაცე“ საჩუქრად გადასცა. ნახატი „მხატვრები მშვიდობისათვის“ პროექტის ფარგლებშია შესრულებული და მასზე მხატვარს, სწორედ ქართველი ოფიცერი ქალი, კაპიტანი ზოია კურტანიძე ჰყავს ასახული, როგორც სიძლიერისა და სიმამაცის სიმბოლო.
„არმიჰოლში“ საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა. ღონისძიების დასასრულს ქალ მშვიდობისმყოფელებს ბათუმის მერიის მიერ გამოგზავნილი ყვავილები გადაეცათ.
31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ 2016 წელს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 18 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.