ეკატერინე მიქაბაძე: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს“
31-08-2018, 13:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, 2018 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საშუალო ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლის განმაპირობებელია როგორც საგარეო მოთხოვნის ზრდა, ისე შიდა მოთხოვნის გაუმჯობესება. ზრდის მაღალ ტემპებს ინარჩუნებს საქონლის ექსპორტი, რომელიც 2018 წლის ივლისში 31 პროცენტით გაიზარდა. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს მომსახურებით ექსპორტში, კერძოდ ტურიზმში - იმავე ივლისის თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 13.8 პროცენტით (52.0 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 430.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

 

მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ტრანსპორტი, ვაჭრობა, უძრავი ქონება, საფინანსო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები.

 

 

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული საკრედიტო კომპანიების მიერ გამოქვეყნებული შეფასებები ადასტურებს. „27 აგვისტოს დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საქართველოს ეკონომიკაში არსებული დადებითი ტენდენციები, მათ შორის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. სწორედ აქედან გამომდინარე, ფონდმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გაზარდა“, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

 

ამასთან, მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული შეფასება, რომლის მიხედვითაც რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ მდგრადობას და ქვეყანაში არსებული ბიზნეს და მმართველობითი გარემო ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით „სწორედ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები განაპირობებს საგარეო მოწყვლადობის შემცირებას და უფრო მაღალი ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას ქვეყანაში, რაც იმის საფუძველია, რომ საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს“, აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი