„ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის პრიორიტეტად ისევ რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჯანდაცვის სამინისტრო ამისთვის არაერთ პროექტზე მუშაობს მათ შორს აღსანიშნავია მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც 3 სექტემბრიდან კიდევ უფრო გაფართოვდება.
„ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად ისევ რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თითოეული მოქალაქე, საჭიროების შემთხვევაში, იღებს სამედიცინო მომსახურებას. ქუჩაში ადამიანები უფულობის გამო უკვე დიდი ხანია აღარ იღუპებიან, მაგრამ, ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე ფასების მატებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი ჯიბიდან დანახარჯები. ეს განსაკუთრებით რთული იყო მოწყვლადი ჯგუფებისთვის: სოციალურად დაუცველთათვის, პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის. ჯანდაცვის სამინისტრო 3 სექტემბრიდან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს და უფრო მეტ ადამიანს შეეხება ეს შეღავათი. ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებსა და შშმ პირებს მედიკამენტებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლება ექნებათ. ეს შეეხება ფარისებრი ჯირკვლის, გულსისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტის სამკურნალოდ და მათ შეუძლიათ მაქსიმუმ სამი თვის საკმარისი ოდენობის მედიკამენტი შეიძინონ ფასდაკლებით. მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა ეტაპობრივად კიდევ უფრო გაფართოვდება.
ეს პროგრამა არის ფაქტიურად არის მოსახლეობის თანადგომის პროგრამა და ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის რა უნდა იყოს იმაზე მეტი საზრუნავი, თუ არა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ის, რომ დაიცვას ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ და სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, პირველი და უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა“, განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.