„ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პროექტი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, რადგან მმართველი გუნდი ვალდებულია ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყოს.
„მინდა გამოვეხმაურო ჯანდაცვის მინისტრის, ბატონ დავით სერგეენკოს დღევანდელ განცხადებას, და მივესალმო იმ ცვლილებებს, რომლებიც ძალაში ორშაბათიდან შევა. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, სულ უფრო მეტად იყოს მორგებული ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე, ჯანმრთელობის უფლების დაცვა, ეს არის უმთავრესი, რაზეც იგება სოციალური პოლიტიკა და სამართლიანობა. პირველ რიგში, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მედიკამენტები იყოს ხელმისაწვდომი განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების მკურნალობა ესაჭიროება.
მისასალმებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო 3 სექტემბრიდან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს და ის კიდევ უფრო მეტ ადამიანს და მეტ მედიკამენტს შეეხება: ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე ფასები პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება, მათ ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50% და მეტი ოდენობით ფასდაკლება შეეხება. დამატებითი ინფორმაციისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ფასდაკლება ვრცელდება გულსისხლძარღვთა სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის ქრონიკული დაავადებებზე და დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს და ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად შეიძინონ მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა“, განაცხადა რატი იონათამიშილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.