გრიგოლ ვაშაძის ნომერი საარჩევნო ბიულეტენში 5 იქნება - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ნომრით იბრძოლებს
31-08-2018, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტენში წარმოდგენილი იქნება, როგორც „გრიგოლ ვაშაძე - ძალა ერთობაშია“ მისი ნომერი კი კარგად ნაცნობი „ნაციონალური მოძრაობის“ 5 იქნება.

 

 

„ჩვენ ვართ 11 სუბიექტისგან შემდგარი, ძალიან მძლავრი გაერთიანება. აქედან 5 არის კვალიფიციური სუბიექტი და იმისათვის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ყველა ის პლუსი, რომელიც აქვს კვალიფიციურ სუბიექტს (ეს არის, უფასო სარეკლამო დრო, დაფინანსებული დამკვირვებლები) რა თქმა უნდა, კანდიდატებს ვარეგისტრირებთ ამ სუბიექტების მეშვეობით. გრიგოლ ვაშაძე დარეგისტრირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ყველაზე მეტი რესურსის მოპოვების შესაძლებლობა ამ შემთხვევაში. ეს არის იგივე ფასიანი რეკლამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გვეკუთვნის და ა.შ. ანუ, ეს არის საარჩევნო სტრატეგიის ნაწილი. აქედან გამომდინარე, „ძალა ერთობაშია“, რომელშიც შედის 11 ოპოზიციური პარტია, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით ყოფილიყო გრიგოლ ვაშაძე დარეგისტრირებული. საარჩევნო ბიულეტენებში კი იქნება „გრიგოლ ვაშაძე - ძალა ერთობაშია“. ჩვენი ნომერი ამ შემთხვევაში იქნება - 5. ამაზე დღეის მდგომარეობით აზრთა სხვადასხვაობა არ არის, არამედ ეს არის აბსოლუტურად შეთანხმებული საკითხი“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი