ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
ამ წუთებში, პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი სტუდენტებს ხვდებიან.
„ჩემთვის ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა, ანგარიშის ჩაბარება და მომავალზე საუბარი იყოს სწორედ რიგით მოქალაქეებთან, ახალგაზრდობასთან იმიტომ, რომ როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში, ასევე მანამდეც და მომავალშიც, ჩვენი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე სხვა ელიტას ან ვინმე სხვა ჯგუფს ვემსახურებოდე - იწყებოდა თქვენგან, საქართველოს მოქალაქეებიდან და გრძელდება საქართველოს მოქალაქეებით. და მინდა სწორედ თქვენ გითხრათ იმის შესახებ, რა მნიშვნელოვან პრესპექტივებს ვხედავ ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად და გაგიზიაროთ ის პოზიციაც, რომ ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.