„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიების მიზნით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ვარიანტზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა. დასკვნის პროექტი მომზადებულია და მიწოდებულია კომისიის წევრებისთვის. ჩვენ ახლა გადავდივართ ჩვენი საქმიანობის ბოლო ნაწილზე, რაც გულისხმობს ამ დასკვნის განხილვას და საბოლოო პროექტის მომზადებას, რომელიც უახლოეს ხანებში იქნება გამოქვეყნებული“, განაცხადა 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომისიამ ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა.
„გამოიკითხა სამოცდაათზე მეტი მოწმე, მათ შორის არასრულწლოვანები, გვქონდა შეხვედრა ყველა მხარესთან, მოვისმინეთ როგორც პროკურატურის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების პოზიციები. გამოვლენილი იქნა კონკრეტული დარღვევები, რომელიც ასახული იქნება, ბუნებრივია, საბოლოო დასკვნაში და ასევე, გაცემული იქნება კონკრეტული რეკომენდაციები“, აღნიშნა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ.
სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისია დღეს დაიწყებს დასკვნის განხილვას და ძალიან მალე საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება იმ კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რომელიც გატარებული იქნება კომისიის მხრიდან, იგულისხმება, მათ შორის, ამ დასკვნის ნაწილების საჯარო განხილვა.
„ეს მოხდება უახლოეს ხანებში, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასკვნაზე მუშაობის პირველი ეტაპი, მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულებულია“, აღნიშნა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.