გიორგი მარგველაშვილი: ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველო მომავალში
31-08-2018, 16:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველო მომავალში, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

 


როგორც მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, სტუდენტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მომავალი პრეზიდენტისთვის მთავარი „შემკვეთი" უნდა იყოს ქართველი ხალხი და „არა ვინმე სხვა ადამიანი ან ძალაუფლების მქონე ჯგუფი".

 

 

„რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც მინდა გაგიზიაროთ მომავალთან მიმართებაში, არის შემდეგი: პირველი არის ის, რომ ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველო მომავალში. საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობით ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული და იდგეს სწორედ საქართველოს მოქალაქეების სამსახურში.

 

 

მეორე - პოლიტიკოსი, რომელიც ამ სამსახურს ჩაუდგება სათავეში, ჩემი აზრით, იგივე მთავარი გამოწვევაა - მის ერთადერთი შემკვეთი და მისი ერთადერთი ბარომეტრი, თუ როგორ უნდა ემსახუროს და როგორ უნდა იმსახუროს პრეზიდენტად, უნდა იყოთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები და არა რაიმე ან ვინმე სხვა ადამიანი ან ძალაუფლების მქონე ჯგუფი.

 

 

მე მინდა, ამ თვალსაზრისით, ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომელიც მომავალმა პრეზიდენტმა უნდა აკეთოს. ეს არის ის, რომ მიზანი პრეზიდენტის უნდა იყოს, გააერთიანოს და არა გახლიჩოს ერი. ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ქართველი პოლიტიკოსისთვის. არ უნდა იყოს არც ერთი მცდელობა იმისა, რომ ძალიან პატარა ერი დააპირისპირო ერთმანეთთან. ყველა ხერხი უნდა იხმარო იმისთვის, რომ ერი ძირითად ღირებულებებზე გაერთიანდეს და ამ გაერთიანების პროცესში, შენ არ დაკარგო მთავარი - მრავალფეროვნება და განსაკუთრებულობა ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა. ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ განსხვავებული, მაგრამ აგრეთვე იმაში, რომ ჩვენ ამ განსხვავებაში ვემსახურებით მთავარ ღირებულებას - ეს არის ჩვენი სამშობლო და ეს არის ჩვენი დემოკრატია", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაზე თქვა, რომ თავად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს.

 

 

პრეზიდენტმა, მისი პერზიდენტობის პერიოდში თანადგომისთვის ქართველ ხალხს, თავის გუნდსა და ოჯახს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ელიტის მიერ მისი დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა იყო, თუმცა, მისივე თქმით, საზოგადოების მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი