„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს ჯერ გუნდშიც არ არის ცნობილი. ბესელიას თქმით, მარგველაშვილი ხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში და ამიტომ თქვა უარი მონაწილეობაზე.
„ჩვენი რჩეული ვინც არის და ვინც იქნება, ამაზე ვიტყვით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ. რაც შეეხება კანდიდატებს, ვინც საკუთარ თავს ასახელებენ, ალბათ თვითონ აფასებენ შესაძლებლობებს. პრეზიდენტმა ალბათ ასევე შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღო“, განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.