სოფიო კილაძე: პროკურატურის ახალი რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თითოეული ადამიანის დაცვის სტანდარტს საქართველოში
31-08-2018, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი სოფიო კილაძე აცხადებს, რომ პროკურატურის რეორგანიზაცია მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის გზაზე. მისივე თქმით, ახალი რეფორმა გააუმჯობესებს თითოეული ადამიანის დაცვის სტანდარტს საქართველოში, თუმცა არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომლის მიმართ სამართლიანობა ჯეროვნად ვერ აღდგა.

 

 

„ძლიერი დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე პროკურატურას დიდი როლი აქვს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვის პროცესში. მართლმსაჯულების სისტემაში, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია პროკურატურა, ბევრი ცვლილება განხორციელდა, რომელმაც თვისობრივად მაღალ ეტაპზე აიყვანა ადამიანის უფლებათა დაცვა. თუმცა, იმავდროულად არსებობს რიგი გამოწვევებისა, მათ შორის ის, რომ საზოგადოების ნაწილის მიმართ სამართლიანობა ჯეროვნად ვერ აღდგა.

 


მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სახელმწიფო ნება, ქართული მართლმსაჯულება უტოლდებოდეს ევროპულ სტანდარტს. თუმცა, ამ ნებას სჭირდება სამართლებრივი მექანიზმი, იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიქმნას სტაბილური, ხარისხობრივად ძლიერი ინსტრუმენტი, როდესაც თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა არ იქნება დამოკიდებული კონკრეტული ხელისუფალის თუ თანამდებობის პირის კეთილ ნებაზე. ჩვენი ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ გზაზე. ამ ერთიან კონტექსტში, იმისთვის, რომ ხარისხობრივად გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების სისტემა, დაცული იქნას თითოეული ჩვენი მოქალაქე, დაიძლიოს არსებული გამოწვევები და საქართველო კიდევ უფრო თამამად დადგეს ევროპული ოჯახის წევრების გვერდით, მთავარი პროკურორის ინიციატივა რეფორმასთან დაკავშირებით არის აუცილებელი.

 


პროკურატურის ახალი რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თითოეული ადამიანის დაცვის სტანდარტს საქართველოში და უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე. ბუნებრივია, ამ რეფორმას პარლამენტის მხრიდან ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა“, განაცხადა სოფიო კილაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი