ეკა ბესელია: ახალი პროკურორის არჩევის ფონზე რეორგანიზაცია ძალიან კარგი ეტაპია - შალვა თადუმაძემ საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოაცხადა
31-08-2018, 18:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პროკურატურის რეორგანიზაციას გამართლებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ რეფორმა საჭირო შედეგის მომტანი იქნება. ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

„ვფიქრობ, რეორგანიზაცია ძალიან კარგი ეტაპია ახალი მთავარი პროკურორის არჩევის ფონზე. რეფორმები კვლავაც უნდა გაგრძელდეს. შესაბამისად, ახალ პროკურორს ამ კუთხით თავისი ხედვა აქვს და ვფიქრობ, რომ ეს სინქრონში მოხდება. პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება. ეს არის ერთიანი პროცესი და დარწმუნებული ვარ, ისეთი ტიპის შედეგებს მოიტანს, რომელიც ამ უწყების სიძლიერისათვის არის საჭირო“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალ კომპონენტიანი შეფასების სისტემა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი