პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურაში რეორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის მკვეთრად გაუმჯობესებას ემსახურება. მისი თქმით, ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება სწორედ ადამიანის უფლებებზე ზრუნვასა და მთელი რიგი საკითხების გაუმჯობესებას უნდა ეფუძნებოდეს.
„ადამიანზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სამართალწარმოება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ ნებისმიერი რეორგანიზაცია და ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება სწორედ ადამიანის უფლებებზე ზრუნვასა და მთელი რიგი საკითხების გაუმჯობესებას უნდა ეფუძნებოდეს. შესაბამისად ეს რეორგანიზაცია სწორედ იმას ემსახურება, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი კიდევ უფრო მკვეთრად გაუმჯობესდეს. ჩვენ 2012 წლიდან პროკურატურა რეალურად სამართალწარმოების ორგანოდ გადავაქციეთ და არა იმ ორგანოდ, როგორიც 2012 წლამდე იყო. ჩვენ კიდევ არ ვართ იმ ხარისხით კმაყოფილი, რაც დღეს გვაქვს. კიდევ უფრო გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვა გვსურს. ეს რეორგანიზაცია ამ მიზანს ემსახურება“, განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.