„ეს არის უზარმაზარი შეღავათი“ - აკაკი ზოიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებას აფასებს
31-08-2018, 18:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოება მნიშვნელოვანი ინიციატივა და უზარმაზარი შეღავათია საქართველოს მოსახლეობისთვის. ზოიძე მადლობას უხდის კერძო სექტორს და ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის განხორციელებისთვის.  

 


„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგანაც დღეს დანახარჯები წამლებზე გახლავთ მნიშვნელოვანი გამაღარიბებელი ფაქტორი, კატასტროფული დანახარჯების წყარო გახლავთ მოსახლეობის ნაწილის, დაახლოებით 30%-ისთვის და ეს ინიციატივა, რეალურად, შეგვაძლებინებს ასობით ათასი ადამიანის მდგომარეობის გამოსწორებას იმითი, რომ მათ აღარ ექნებათ ეს გამაღარიბებელი დანახარჯები, რადგან 30-მდე ყველაზე ხშირად გამოყენებადი მედიკამენტის ფასების პრაქტიკულად განახევრება და კიდევ უფრო გაიაფება მოხდა პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რაც არის ჯამში დაახლოებით 800 000 ადამიანი.

 


ეს არის უზარმაზარი შეღავათი - თვეში დაახლოებით 30-40 ლარის დანაზოგი მათი პენსიებიდან. ეს საკმაოდ დიდი ციფრია და ამ თანხის დახარჯვა მათ შეუძლიათ სხვა მიზნებისათვის, რაც მათი სიღარიბისგან დაცვის საშუალებაა.

 


მომავალში უფრო მეტი მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი ეს ფასები აღნიშნულ მედიკამენტებზე, ასევე უნდა გაფართოვდეს მედიკამენტების ჩამონათვალი - როგორც სოციალურად დაუცველთათვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და პენსიონერებისთვის. ასევე, ერთი სააფთიაქო ქსელის ნაცვლად ეს გავრცელდება სხვა სააფთიაქო ქსელებზეც. ასევე, მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს: მკურნალ ექიმებს და ოჯახის ექიმებს, რომ აუცილებლად გამოუწერონ ეს მედიკამენტები იმ დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ- ესაა პენსიონერები, შშმ პირები და სოციალურად დაუცველები.

 


დიდი მადლობა კერძო სექტორს, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“, განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი