მამუკა გამყრელიძე: გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ნომრად 5-იანის არჩევაზე გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, გაერთიანებაში ამაზე შეთანხმება არ ყოფილა
31-08-2018, 19:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს წევრი პარტიის, „საქართველო ლიდერთა შორის“ წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ გაერთიანების წარმომადგენელთა ნაწილს, გრიგოლ ვაშაძის ნომრად ბიულეტენში 1 სურდათ. 

 

 

მისი თქმით, საარჩევნო ნომრად 5-იანის არჩევაზე გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო და ამაზე შეთანხმება არ ყოფილა.

 

 

„მე და რამდენიმე ადამიანს გვერჩივნა ყოფილიყო ნომერი 1 ან ყოფილიყო 405, 693 ან ნებისმიერი 5-ის გარდა. ეს რაღაცნაირად ავიწროებს მუშაობის არეალს. ჩვენ გვინდა, ამომრჩევლის ფართო სპექტრზე გავიდეთ და არა მხოლოდ იმ ამომრჩეველზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ყავს. ნომერი 1 არის ნიკა მაჭუტაძის. უპირველეს ყოვლისა, ის ეწინააღმდეგებოდა 5 ნომერს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხარატიშვილიც ნომერ 1-ის მომხრე იყო, ნიკა ვაშაკიძეც. პაატა დავითაიაც ზუსტად იგივე აზრზეა, უბრალოდ მისი აზრის დაფიქსირების ხასიათი ორჭოფულია და კითხვებს ტოვებს. ზუსტად ამავე აზრზე იყო გიორგი ვაშაძე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში, უბრალოდ გიორგი ვაშაძე ასეთი რადიკალური და კატეგორიული არ არის თავის განცხადებებში. მან გააკეთა ფოკუს ჯგუფები, რომელმაც გამოავლინა, რომ პირველი ნომერი ჯობდა, დავიქირავეთ კომპანია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვები. ფოკუს ჯგუფებმა აჩვენა, რომ ნომერი 1 ჯობდა, მაგრამ მაინც 5-იანზე დარჩნენ.

 

 

შეთანხმება არ ყოფილა. ეს გადაწყდა ერთპიროვნულად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. მე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ მარტო გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. ყველანი შევთანხმდებით, ჩამოვყალიბდებით და მერე ვილაპარაკოთ“, აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი