ანრი ოხანაშვილი: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველელობის გამოძიების მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დადგენილ ვადებში დაასრულებს მუშაობას მიუხედავად იმისა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ დასკვნის პროექტი უკვე წარადგინა
31-08-2018, 19:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ვადამდე გააკეთა დასკვნის პროექტი, რომლშიც დღემდე ცვლილებები შეაქვს, ხოლო დროებითი საგამოძიებო კომისიის უმრავლესობის წევრები დასკვნაზე მუშაობას განაგრძობენ ვადის დასრულებამდე.

 

 

„დროებითი საგამოძიებო კომისია დადგენილ ვადებში დაასრულებს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა საქართველომ ჯერ კიდევ დაუსრულებელი დასკვნის პროექტი 29 აგვისტოს გადმოგვცა და ახლაც ცვლილებები შეაქვს მასში.

 


ჩვენ წარვადგენთ დასაბუთებულ მოსაზრებებს აღნიშნულ პროექტზე დათქმულ ვადებში. 3 და 4 სექტემბერს კომისიის სხდომებზე გვექნება მსჯელობა და შემდგომ პროექტი პარლამენტს გაეგზავნება.

 

 

დასკვნის პროექტის სამუშაო ვერსიას გავეცანით, ის კრიტიკულია, თუმცა ხმამაღალი განცხადებები და დაპირებები, რომლებიც წინასწარ კეთდებოდა ოპოზიციის მხრიდან, კომისიის მუშაობის შედეგებით არ დასტურდება“, აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი