საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებაა საჭიროა, რადგან, მისი თქმით, მხოლოდ ეს თუ გააძლიერებს ქართველ ერში მომავლის იმედსა და რწმენას და დაამარცხებს საზოგადოებაში ფეხმოკიდებულ ნიჰილიზმს.
„ყველანაირი კატასტროფა ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ნამდვილად საჭიროა...დიახ, ვფიქრობ, რომ დღეს არის ის სიტუაცია, როცა ქვეყანასა და ქართველი ხალხს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სჭირდება!...ეს ქართველ ერში მომავლის იმედსა და რწმენას გააძლიერებს, საზოგადოებაში ფეხმოკიდებულ ნიჰილიზმს დაამარცხებს...ახლა ვიღაც იტყვის, ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნება უნდა და სოსოს ალაპარაკებსო. არავინ მალაპარაკებს, გულწრფელად ასე ვფიქრობ და ყოველთვის ასე ვფიქრობდი. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიმეორებ -ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს!“ - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა გაზეთ „ასავალ დასავალთან“ საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.