ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის ჩატარდა ერთდღიანი ახალგაზრდული ექსკურსია-პიკნიკი.
ექსკურსია დილით, ქალაქ თელავში, ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმის დათვალიერებით დაიწყო და ახმეტაში „წყაროების“ ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაგრძელდა,სადაც ახალგაზრდებმა სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.საღამო კი კოცონთან ცეკვა-სიმღერით და ფოიერვერკით დასრულდა.
ასეთი სახის შეკრებები გაგრძელდება და მისი მიზანი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების გაცნობა-დამეგობრებაა.
ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.