მგონია, რომ ამ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, ყოფილი პრეზიდენტები და ყოფილი პრემიერ მინისტრები კერძო ცხოვრებას უბრუნდებოდნენ და თავიანთ გამოცდილებას არ ახმარდნენ ამ ქვეყანას, ასე ეხმაურება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ის, რომ მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა, დაახლოებით, თვენახევრის წინ, თავად პრეზიდენტისგან შეიტყო.
„დაახლოებით თვენახევრის წინ, მან მითხრა, რომ აღარ არის დაინტერესებული აქტიური პოლიტიკური პარტიული ცხოვრებით.
გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვიტა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვტილებას", აცხადებს უსუფაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.