„Utair“-ის სამგზავრო თვითმფრინავს, „ბოინგ 737“-ს სოჭში დაფრენის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა - ევაკუირებულია 160 ადამიანი
01-09-2018, 07:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავიაკომპანია „Utair“-ის სამგზავრო თვითმფრინავს, „ბოინგ 737“-ს სოჭში დაფრენის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა, ევაკუირებულია 160 ადამიანი, დაზიანებები აქვს მიღებული 18 ადამიანს, მათ შორის სამი ბავშვია, იტყობინება „რია ნოვოსტი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

 

 

უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაზიანებები ჰქონდა მიღებული 6 მგზავრს, რომელთაგან 4 ჰოსპიტალიზებული იყო.

 

 

„სოჭის აეროპორტში დაშვებისას „ბოინგ 737“, რომელიც მოსკოვიდან მოფრინავდა, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა“, განუცხადეს ახალი ამბების სააგენტოს. ავიაკომპანიის ცნობით, ლაინერს დაზიანებული აქვს ფრთების ნაწილი და მარცხენა ძრავი.

 

 

 


ინციდენტი ადგილობრივი დროით 02:59 საათზე მოხდა. ავიალაინერზე გაჩენილ ცეცხლს ხუთი სახანძრო ბრიგადა აქრობდა. სოჭის აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, სახანძრო ბრიგადის ერთ-ერთი თანამშრომელი ხანძრის ლიკვიდაციისას დაიღუპა. 

 


ეს ბოლო 10 დღეში მეორე მსგავსი ინციდენტია. 22 აგვისტოს „Red Wings“-ის თვითმფრინავი „Ту-204“ რომელიც უფადან სოჭში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც 204 მგზავრი იმყოფებოდა, მარცხენა ძრავზე გაჩენილი ცეცხლის გამო, იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი