საქართველოს, 3-4 სექტემბერს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკომისარის ვიზიტის ფარგლებში თბილისში ოფიციალურად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა გაიხსება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა ევროკავშირის უპრეცედენტო პროექტია. ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება. იგი განკუთვნილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქეყნების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის და მათ სთავაზობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ ევროპული განზომილების მქონე საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს.
მოსწავლეები შეირჩევიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან, შესაბამისი საკონკურსო პირობებით. 2018-2019 სასწავლო წლისთვის უკვე შერჩეულია 30 მოსწავლე.
ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შერჩევით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა საწყის ეტაპზე, კერძო სკოლის - „ახალი სკოლა" ბაზაზე განთავსდება. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლისთვის ახალი შენობა აშენდება ნაკვეთზე, რომელიც საქართველოს მთავრობის თბილისის მერიასთან თანამშრომლობით იქნა გამოყოფილი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია იოჰანეს ჰანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.