მსოფლიო პატრიარქმა აცნობა რუსეთის პატრიარქს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის გამოცხადების შესახებ.
ამის თაობაზე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესმდივანმა მიტროპოლიტ ემანუილის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა.
მიტროპოლიტი ემანუილი კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტოკეფალიის მიღების პროცესზეა პასუხისმგებელი.
ბერძნულენოვანი გამოცემა Оrthodoxia.info-ს მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბართლომეოს პირველმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა და პირადად რუსეთის პატრიარქ კირილს აცნობა, რომ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.