იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაასრულა. მხარის რწმუნებულმა სამუშაო შეხვედრა დღეს ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა და ქალაქში მიმდინარე პროექტებისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოისმინა. ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ გუბერნატორს 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო.
„პირველ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ რეგიონს სჭირდება სტრატეგიული განვითარების გეგმა. აუცილებელია, ამ გეგმის შექმნაზე სამუშაო ჯგუფმა მალევე დაიწყოს მუშაობა. დღევანდელ შეხვედრაზე მე მოვისმინე ინფორმაცია, თუ რა პროექტები განხორციელდა და მიმდინარეობს ქუთაისში. კარგია, რომ 2017 წელთან შედარებით, წელს უფრო მეტი პროექტია დაგეგმილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ქალაქს კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტი სჭირდება უფრო მეტად, რომ განვითარდეს და მიმზიდველი გახდეს, როგორც ადგილობრივებისთვის ასევე ტურისტებისთვის.
ქუთაისი არის იმერეთში ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტი და უფრო მეტი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ ამ გამოწვევებს სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ და ვიზრუნოთ ჩვენი თანაქალაქელების კეთილდღეობაზე. დღეს, მე უკვე დავასრულე 12-ვე მუნიციპალიტეტში შეხვედრები და თითოეულის მიმართ მაქვს ჩემი ხედვა როგორ უნდა იყოს უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ამისთვის საჭიროა, მოსახლეობის ჩართულობით მოეწყოს საჯარო განხილვები მნიშვნელოვან პროექტებზე, განისაზღვროს პრიორიტეტები, საჭიროებები და გუნდური პრინციპით ვიმუშაოთ ხელისუფლებამ და მოსახლეობამ", აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, რომელიც უახლოეს დღეებში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს დაიწყებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.