ამერიკის ელჩის ვიზიტი ხარაგაულში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოფელ ნუნისში, ხარაგაულელი ახალგაზრდების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას დაესწრნენ.
შოთა ხარატიშვილის ინიციატივით მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც ახალგაზრდების ხედვას - როგორ უნდა განვითარდეს ხარაგაული - შეეხებოდა, დამსწრე საზოგადოებას, შაკო ჩხეიძემ და გიორგი მელაშვილმა წარუდგინეს.

„დასრულდა ამერიკის ელჩის ვიზიტი ხარაგაულში. შედგა ნაყოფიერი შეხვედრები. იმერეთის გუბერნატორთან და ახალგაზრდებთან ერთად, განვიხილეთ ხარაგაულის ტურისტულად განვითარების მნიშვნელოვანი დეტალები და კონკრეტული ხედვები. ქალბატონმა ელიზაბეთმა ყურადღებით მოისმინა პრეზენტაცია და დახმარების სურვილი გამოთქვა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რამაზ ბლუაშვილს, ვისი ინიციატივითაც მოხდა ელჩის სტუმრობა ხრაგაულში. ჩვენი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრები შედგა“, აღნიშნა ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ.
„ჩვენ დავეხმარებით ხარაგაულს! აქ გატარებული ორი დღე არასდროს დამავიწყდება“, ამ სიტყვებით შეაჯამა ელიზაბეთ რუდმა ხარაგაულში ორ დღიანი ვიზიტი და მომავალი თანამშრომლობის და ურთიერთობების გაგრძელების სურვილით ხარაგაულიდან კმაყოფილი წავიდა.
ამავე დღეს, იმერეთის მხარის, ამერიკის საელჩოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოლაშქრეთა ჯგუფთან ერთად, ხარაგაულში, ნუნისის ტყეში „ბერების კლდე“ დაათვალიერეს. ტურისტული მარშუტის ფარგლებში, მოხალისეებმა 5 კილომეტრი ფეხით გაიარეს.

ნუნისის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ტყის სიღრმეში მდებარეობს ადგილი, რომელსაც „ბერების კლდეს" ეძახიან. მის კომპლექსში შედის კლდეში გამოკვეთილი სამი გამოქვაბული. გადმოცემის თანახმად ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი ოდითგანვე საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა „ბერების კლდეს".
ინფორმაციასა და ფოტომასალას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.