ლევან იზორია: „ნატოში ინტეგრაციის პროცესს აღვიქვამთ, როგორც მზადყოფნას, რომელიც ყოველდღიურად გვაძლიერებს და ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას რეალურ საფუძველს აძლევს“
01-09-2018, 17:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საერთაშორისო სწავლება „Agile Spirit 2018” გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

მისი განცხადებით, აღნიშნული სწავლება სტრატეგიული მზადყოფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.

 

 

„ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის ამ ფორმატის ფარგლებში, რომელიც ამ საერთაშორისო სწავლებიდან გამომდინარე 2011 წელს დავიწყეთ და შემდეგ განვავითარეთ, არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ერთის მხრივ, ლიდერი ქვეყანა მხარდამჭერი ჩვენი მეგობრობის განმტკიცებისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და ნატოს სტანდარტებთან ჩვენი შესაძლებლობების დაახლოების გაუმჯობესებისთვის და მეორეს მხრივ, როგორ უნდა იყოს პარტნიორი ქვეყანა მზად იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთოს რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. ამიტომ, ჩვენს ამ მზადყოფნას მე სიმბოლურად სტრატეგიული მზადყოფნა ვუწოდე. ჩვენ ნატოში ინტეგრაციის პროცესს აღვიქვამთ, სწორედ როგორც ყოველდღიურ მზადყოფნას და არა როგორც სტრატეგიულ მოთმინებას, მზადყოფნას, რომელიც ყოველდღიურად გვაძლიერებს და ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას რეალურ საფუძველს აძლევს. დღევანდელი სწავლებაც, ამ სტრატეგიული მზადყოფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. თქვენთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვდგამთ ამ მზადყოფნის გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად", განაცხადა იზორიამ, როგორც ამას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი