„საქმეში არსებული მტკიცებულებებით იკვეთება მ.კ-ს როლი, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ მ.კ–ს მსხვერპლი ხელით ეჭირა და მეორე ხელით ურტყამდა, რაც წარმოადგენს საფუძველს, რომ მას წარედგინოს ბრალი ჯგუფურად მკვლელობაში, აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ გააკეთა.
„კომისიამ, მუშაობის პროცესში, მოიპოვა არაერთი ჩვენება, რომლითაც დასტურდება მ.კ-ს მხრიდან არა ცარიელი მუშტის დარტყმა, როგორც ამას პროკურორი ფხაკაძე მიუთითებს დასკვნით სიტყვაში სასამართლოში, არამედ გარკვეული საგნის ქონა და ამ საგნის გამოყენება დავით სარალიძესთან ჩხუბის დროს.
მტკიცებულებების მიხედვით და ეს არის მტკიცებულებათა ერთობლიობა: მ.კ-მ აღნიშული საგანი 51-ე სკოლის წინ შეკრებისას აჩვენა მის მეგობრებს; მან გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბისას აღნიშნული საგანი და ჩხუბის შემდგომ მან კვლავ აჩვენა ეს საგანი მეგობრებს და აღნიშნა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს", განაცხადა ოთარ კახიძემ და დასძინა, რომ კომისიამ ასევე შეისწავლა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ აჩვენებს მ.კ აღნიშნულ საგანს თავის მეგობრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.