დავით ნარმანია ადასტურებს, რომ დაზიანებული საკანალიზაციო მილიდან წყალი მდინარე ვერეში ჩაედინება
23-06-2015, 04:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ სტიქიის დროს ერთ-ერთი საკანალიზაციო მილი დაზიანდა, რის გამოც წყალი მდინარე ვერეში ჩაედინება. მისი თქმით, ეს არის დროებითი ღონისძიება და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს" დაზიანებეული კოლექტორის აღდგენის ვალდებულება აქვს.


"წყლის დიდი მოცულობის გამო დაზიანდა საკანალიზაციო სისტემის გარეკვეული ნაწილი. ეს ეხება როგორც სვანიძის ქუჩის ზემოთ, ბაგებიდან ჩამომავალ კოლექტორს, ისე თვითონ "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კოლექტორს. ვიდრე ამ ტერიტორიების შეკეთება არ მოხდება და საყდრენი კედლები არ გამაგრდება, მანამდე ეს არის დროებითი ღონისძიება. თუმცა, მერიის მხრიდან რაიმე სახის მითითებს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისი პასუხიმგებელი სამსახურები ვალდებულნი არიან რომ ის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურ რეჟიმში აღადგინონ. ვალდებულება საკანალიზაციო ქსელის აღდგენაზე, ისე როგორც წყალსადენზე, რა თქმა უნდა, აქვს კერძო კომპანია GჭP-ს", - განუცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი