ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი - მაკკეინისგან მაგალითის აღება იქნება პატივისცემის ნიშანი და არა ქუჩისთვის მისი სახელის დარქმევა 
02-09-2018, 21:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას მესტიაში განაგრძობს. ზურაბიშვილი მესტიიდან ამერიკელი სენატორის დაკრძალვას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს. დამოუკიდებელი კანდიდატის, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინშია, თქმით, ქუჩებისთვის მაკკეინის სახელის დარქმევა დიდად პატივისცემის ნიშანი არ არის. პატივისცემის ნიშანი არის მაკკეინისგან მაგალითის აღება.

 

 

 

 

„მესტიიდან მინდა უთუოდ შევუერთდე ამერიკის და ჯონ მაკკეინის ოჯახის მწუხარებას. მე დიდად არ მჯერა ქუჩების დარქმევის, არა მგონია ეს იყოს დიდად პატივის ნიშანი. პატივის ნიშანი არის მაგალითის აღება იმ ადამიანისგან, რომელიც იყო უაღრესად წესიერი პოლიტიკოსი და შეიძლება ეს მაგალითი ყველაზე მეტად გვჭირდებოდეს და მაგალითი იყო რაც აღნიშნა ობამამ თავის სიტყვაში, რომ მაკკეინი იყო წესიერი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. სჯობს პოლიტიკოსებმა ეს მაგალითი აიღონ“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი