თამარ ჩუგოშვილი: იყო შემთხვევები, როდესაც სენატორი მაკკეინი ამბობდა - „ყოველთვის როდესაც სხვა ქვეყანაში მივდივარ, მინდა რომ გზად გავიარო საქართველოში და გავჩერდე“
03-09-2018, 10:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოსთვისაც და აშშ-სთვისაც ძალიან დიდი დანაკარგია ჯონ მაკკეინის გარდაცვალება", განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც აშშ-ში სენატორის დაკრძალვის ცერემონიას თავად დაესწრო.

 


„დღეს ჩვენთვის აქ ყოფნა არის ძალიან მცირედი შანსი იმისა, რომ პატივი მივაგოთ მას იმ დამსახურებისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე აქვს. ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა გვქონდა სენატორის, არამედ ის იყო ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უყვარდა ჩვენი ქვეყანა. იყო შემთხვევები, როდესაც იგი ამბობდა: „ყოველთვის როდესაც სხვა ქვეყანაში მივდივარ მინდა რომ გზად გავიარო საქართველოში და გავჩერდე“, - იმდენად ემოციური დამოკიდებულება ჰქონდა მას ჩვენი ქვეყნის მიმართ“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი