ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ხელშეკრულებას აღნიშნულის თაობაზე ხელი უკვე მოეწერა.
„ცენტრი, რომლის ფუნქციონირებასაც გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალი უზრუნველყოფს, მოსახლეობას, სხვადასხვა პროფესიულ დარგებში უფასო სწავლებას სთავაზობს. ცენტრის ორგანიზებით ასევე, შესაძლებელი იქნება ტრენინგების მოდულების მომზადება და ჩატარება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და სახალხო უნივერსტეტთა გერმანული ასოციაციის, საქართველოს ფილიალის „თბილისის პროექტთა ბიუროს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნულ ორგანიზაციას, დაბა ხარაგაულის ცენტრში მდებარე, (სოლომონ მეფის #19ა, ყოფილი პოლიციის შენობა) ფართი 10 წლის ვადით, იჯარით, გადაეცა. ასოციაცია სრულად უზრუნველყოფს არსებული ფართის მოწესრიგებას და სწავლებისთვის შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვას", აღნიშნულია ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.