საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ეს გახლავთ ერთი წლის განმავლობაში ევროკომისრის უკვე რიგით მეორე ვიზიტი საქართველოში, რომელიც ამჯერად უკავშირდება თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნას.
„ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დაფუძნება. პერსონალურად ევროკომისარ იოჰანეს ჰანს საქართველოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა არის პირველი რეალიზებული შედეგი იმ ამოცანებიდან და მიზნებიდან, რომლებიც დასახული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტზე 2017 წლის ნოემბერში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
„გადაწყვეტილება სკოლის გახსნის შესახებ მიღებული იქნა 2017 წლის ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დროს და ეს გახლავთ ამ მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკულ განზომილებაში განხორციელების ერთ-ერთი მთავარი შედეგი. ეს იქნება პირველი ევროპული სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორი წევრი ქვეყნების 16-17 წლის ახალგაზრდები მიიღებენ ევროპული ბაკალავრიატის ხარისხის დიპლომს და ფაქტიურად ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ევროკავშირსა და საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის მჭიდრო ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებით“ განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის ამბობს, რომ ვიზიტის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხება ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა აქტუალურ საკითხს და განხილული იქნება ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები.
„ბუნებრივია გვექნება საუბარი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასევე ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით იმპლემენტაციაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცით. ასევე, ბუნებრივია ვისაუბრებთ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის ფინანსური კუთხით“, აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ევროკომისარი ჰანი საქართველოს 2018 წლის 3-4 სექტემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, 4 სექტემბერს ასევე საზეიმოდ გაიხსნება თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ევროპული სკოლა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.